ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია არ გასცემს საჯარო ინფორმაციას.
2024 წლის 8 და 16 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ მოთხოვნით, მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიასთან“ დაკავშირებით, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომპანიაა და რომლის დაფინანსებაც წელიწადში 190 000 ლარს შეადგენს.
საჯარო ინფორმაციის სახით, მერიისგან ვითხოვდით ინფორმაციას მერიის მიერ რეგულარული სამგზავრო გადაზიდვებისთვის გაცემული ნებართვების შესახებ, ასევე, ინფორმაციას შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის”:
- ადმინისტრაციული და პროგრამული ხარჯების შესახებ
- საშტატო ნუსხის შესახებ
- წლიური ანგარიშების შესახებ
საჯარო ინფორმაციის გაუცემლობით მუნიციპალიტეტის მერია არღვევს კანონით დადგენილ გამჭვირვალობის სტანდარტს.