ტენდერი ბეჭდვით მომსახურებაზე

„გურიის სამოქალაქო ცენტრი“ იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიებს ბეჭდვითი მომსახურების მიწოდებისთვის.

სატენდერო დავალება:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის საქმიანობის 5-წლიანი ანგარიშის დაბეჭდვა შემდეგი პირობებით:
მიმწოდებელმა უნდა დაბეჭდოს 28-გვერდიანი ფერადი პუბლიკაცია 80-გრამიან ქაღალდზე.

შეთავაზებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებისა და ქულობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით:

  • შეთავაზების ღირებულება – 80 ქულა;
  • ბეჭდვითი მომსახურების გამოცდილება – 20 ქულა;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ წინასწარი ინვოისის ფორმა.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@civicguria.ge