„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით პროექტის „ქალები ვაძლიერებთ ერთმანეთს” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები ქალებისთვის. ტრენინგების თემები იყო გენდერული ნიშნით ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების გზები და საშუალებები.

ტრენინგები ჩატარდა სოფლებში მთისპირში, ზემო ნატანებში, ოზურგეთში, ლიხაურში, კონჭკათში, ბოხვაურში, ჭანიეთში, დაბა ნასაკირალში.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით