„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით პროექტის ,,ღირსეული სამუშაო პირობები შენი უფლებაა“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები ქალებისთვის ქალთა შრომითი უფლებების შესახებ. ტრენინგების თემები იყო შრომის კანონმდებლობა, გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, ქალთა არაანაზღაურებადი შრომა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა შრომით ურთიერთობებში, სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, მისი იდენტიფიცირება და მასზე რეაგირების სამართლებრივი გზები.

პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“’ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა