ქალაქ ოზურგეთის ცალკეულ ქუჩასა და უბანს არ გააჩნია სარეკრეაციო სივრცე. ეს გამოწვეულია არა პარკებისა და სკვერების სიმცირით, არამედ მათი მოუვლელობით. ერთ-ერთი ასეთი სკვერია „აფხაზეთის სკვერი“. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდება: სანიაღვრე არხების და დრენაჟის მოწყობა, სკვერის აღჭურვა სკამებით, ნაგვის ურნებით, საბავშვო გასართობებისა და გარეგანათების მონტაჟი, გაზონის მოწესრიგება, გამწვანება, დეკორატიული ყვავილებისა და მცენარეების დარგვა.

პროექტი წარდგენილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტრუმენტის: „იყავი თანამმართველის” ფარგლებში.