17 ივლისს გაიმართა „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ მიერ მომზადებული „ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშის“ საჯარო პრეზენტაცია.
შეხვედრაზე ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის მენეჯრმა ნათია ვაშალომიძემ მონაწილეებს კვლევის ძირითადი მიგნებები, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები გააცნო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები და ჟურნალისტები.

პროექტი „პარკი ყველას“ ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.