გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმაურებით რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის მცველებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეების მშვიდობიან და სამართლიან პროტესტს ხელისუფლება უპირისპირდება რეპრესიული საპოლიციო ძალით. ხელისუფლების მიერ გამოყენებული მეთოდები კარვების დაშლა, შეკრების ადგილის გადახვნა, გზის გადაკეტვა და კედლის აღმართვა არ არის დასაბუთებული და არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, ხოლო პროტესტის მონაწილეებს უხეშად უზღუდავს შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებებს.
მივმართავთ ხელისუფლებას, უარი თქვას მხოლოდ კერძო კომპანიის სასარგებლოდ მოქმედებაზე, შეწყვიტოს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენება და უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების შეკრების და გადაადგილების თავისუფლება.
  • გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  • გურიის სამოქალაქო ცენტრი
  • ოზურგეთის პროგრესის სახლი
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  • სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  • გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრი