პროექტი გულისხმობს გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის შეფასებას

პროექტის ამოცანებია:

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამ თემში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მისაღებად გამართული საჯარო განხილვების მონიტორინგი
  • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და დოკუმენტირება
  • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების ადვოკატირება

პროექტის ფარგლებში განხორციელდება რაოდენობრივი კვლევა, რომლის საშუალებით შესწავლილ იქნება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლების მოსახლეობის დამოკიდებულება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. პროექტის ფარგლებში მონიტირინგი გაეწევა გარემოსდაცვით საკითხებზე საჯარო განხილვების ჩატარებას, გამოიცემა მონიტორინგის ანგარიში და რეკომენდაციები.

 

პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებდა კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.  პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელი – კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

განხორციელების ვადები: ნოემბერი 2021 – ივნისი 2022

პარტნიორი: გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია – ეკო

მიღებული დაფინანსება: 25 684 ₾