„გურიის სამოქალაქო ცენტრმა“ განახორციელა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაცია აკვირდებოდა დასახლებების სარეთო კრებების მიმდინარეობას ოზურგეთის და ჩოხატაურის სამიზნე სოფლებში, ასევე კრებებზე პროექტების შერჩევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ დასახლებებში: ლაითური, ნარუჯა, მელექედური, შემოქმედი, მაკვანეთი, ასკანა (ყველა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და ქვენობანი, ხიდისთავი, ვანი, გოგოლესუბანი, შუა ფარცხმა, ზემო ფარცხმა, დიდივანი (ყველა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). მონიტორინგის დროს გაკეთებული კრებების ვიდეო-ჩანაწერები განთავსებულია ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე. მონიტორინგის მიგნებების ამსახველ ანგარიშს ორგანიზაციამიმდინარე წელს გამოაქვყენებს.
პროექტი ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს დაფინანსებით